z-logo
open-access-imgOpen Access
საზღვაო სატრანსპორტო კლასტერების ფორმირების შესაძლებლობები და მისი როლი ეკონომიკის განვითარებაში
Author(s) -
TAMTA VARSHANIDZE,
SALOME JAPARIDZE,
Lasha Manvelidze
Publication year - 2021
Publication title -
innovative economics and management
Language(s) - Uncategorized
Resource type - Journals
ISSN - 2449-2604
DOI - 10.46361/2449-2604.8.2.2021.72-81
Subject(s) - computer science
მსოფლიოში გამძაფრებული ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზი ცხადყოფს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო სხვადასხვა მეთოდით ცდილობს შექმნას ზღვაზე გასვლის ოპტიმალური გეოგრაფიული და პოლიტიკური გარემო. ანალოგიური მიდგომის ძირითადი არსი იმაშია, რომ ზღვისპირა რეგიონები წარმოადგენენ განსაკუთრებულ სატრანსპორტო პოლიგონს მსოფლიო სასაქონლო ბაზარებზე რაციონალური წვდომისათვის, რაც თავისთავად ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე,  კეთილდღეობასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე აისახება. მნიშვნელოვანია საქართველოს ზღვისპირა რეგიონების, კერძოდ კი აჭარის რეგიონის საზღვაო-სატრანსპორტო სისტემის პოტენციალის შეფასება და რეგიონში კლასტერული ფორმირებების შექმნის, მისი განვითარების შესაძლებლობების და პერსპექტივების განსაზღვრა, კლასტერული ფორმირებების ევროპული გამოცდილების შესწავლა და შესაძლო პარალელების გავლება.   მნიშვნელოვანია საზღვაო კლასტერების ფორმირების ევროპული მოდელის მორგების შესაძლებლობების განხილვა საქართველოს, კერძოდ კი აჭარის რეგიონზე.   აჭარის რეგიონში საზღვაო კლასტერის შექმნისათვის არსებობს  როგორიცაა: მძლავრი არაერთი საფუძველი, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი  როგორიცაა: ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა, მძლავრი პორტი და გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ტურიზმის სხვდასხვა მიმართულებების განვითარება, მძლავრი სასაწყობო მეურნეობა, რაც საბოლოო ჯამში ქმნის საზღვაო კლასტერების შექმნის საუკეთესო წინაპირობას. გარემოება მოწმობს, რომ კლასტერებს შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ მთავრობის ორგანოების შეხედულებებზე ტერიტორიის ეფექტური მართვის კუთხით, გამოავლინონ ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები, დააჩქარონ როგორც ცალკეული ტერიტორიის, ისე მთლიანად სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება.  

The content you want is available to Zendy users.

Already have an account? Click here to sign in.
Having issues? You can contact us here
Accelerating Research

Address

John Eccles House
Robert Robinson Avenue,
Oxford Science Park, Oxford
OX4 4GP, United Kingdom